მიჰაილოვიჩმა იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე თავისი ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიჰაილოვიჩმა იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე თავისი ფავორიტი დაასახელა


მიჰაილოვიჩმა იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე თავისი ფავორიტი დაასახელა

გამოცდილმა სერბმა სპეციალისტმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი კანდიდატი დაასახელა.

"საინტერესო იქნება დი ბაჯოს ხილვა მომდევნო ორი თამაშის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას ხანგრძლივი ვადითაც უნდა მიეცეს შანსი.

დი ბაჯომ ახალგაზრდულ ნაკრებში თავი კარგად წარმოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტისთან და მანჩინისთან შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს, ის ჩემი ფავორიტია", - აღნიშნა მიჰაილოვიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის შემდეგ "სკუადრა აძურამ" ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლა და ახლახანს მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლად ლუიჯი დი ბაჯო დანიშნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები