ბერნარდესკი: "იუვენტუსი მოგებას იმსახურებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერნარდესკი: "იუვენტუსი მოგებას იმსახურებდა"


ბერნარდესკი:

"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ განაცხადა, რომ იტალიელები მოგებას იმსახურებდნენ.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ტურინულმა გუნდმა "ტოტენჰემი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

"პრესინგი მოულოდნელი არ იყო, რადგან ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებოდით, თუმცა ჩვენ მატჩი სწორად წარვმართეთ.

2:0-ის შემდეგ ტემპის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და დასანანია, რომ საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.

ვფიქრობ, რომ მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა განმეორებითი შეხვედრის წინ თავდაჯერებულები ვართ. "უემბლიზე" მოგება შეგვიძლია", - განაცხადა ბერნარდესკიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები