ჰარი კეინი: "სტუმრად ორი გოლი, იდეალური შედეგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინი: "სტუმრად ორი გოლი, იდეალური შედეგია"


ჰარი კეინი:

დღევანდელი მატჩის შემდეგ ჰარი კეინმა კომენტარი გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "იუვენტუსმა" "ტოტენჰემი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. კეინმა ერთი გოლის გატანა შეძლო.

"2:0-ის შემდეგ, შესაძლებელი იყო, რომ გუნდი მორალურად განადგურებულიყო, თუმცა ჩვენ საკუთარი შესაძლებლობები და მენტალიტეტი გამოვავლინეთ.

"ტოტენჰემმა" შესანიშნავად ითამაშა და ცხადია, ვიმსახურებდით ამ ანგარიშს. სტუმრად გატანილი ორი გოლი იდეალური შედეგია.

პირველ ნახევარში თავური დარტყმის დროს, კარგი შანსი მქონდა, თუმცა ვერ მოვახერხე გატანა. მიუხედავად ამისა, შემდეგ მომენტს ველოდებოდი.

გოლის დროს, დელე ალიმ შესანიშნავი გადაცემა გამიკეთა და ეპიზოდი დავასრულე. ამ გოლმა "ტოტენჰემი" შეხვედრაში დააბრუნა", - განაცხადა კეინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები