ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ჯერარდის რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ჯერარდის რეკორდი გაიმეორა


ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.

ლონდონური გუნდის მხრიდან, ერთ-ერთი გოლის ავტორი ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა.

კეინს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით მან სტივ ჯერარდის რეკორდი გაიმეორა.

კერძოდ, ჰარი კეინი და სტივ ჯერარდი ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ლიგის ერთ სეზონში 7 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი. "ლივერპულის" ლეგენდამ მსგავსი შედეგი 9 წლის წინ დააფიქსირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები