ალეგრი: "ტოტენჰემს კეინის თავურის გარდა, სხვა საგოლე მომენტი არ ჰქონდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "ტოტენჰემს კეინის თავურის გარდა, სხვა საგოლე მომენტი არ ჰქონდა"


ალეგრი:

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეაფასა.

ტურინულმა გუნდმა შინ "ტოტენჰემი" მიიღო და მატჩი 2:2 დასრულდა.

"საერთო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდა, თუმცა მეტოქე დიდ პრესინგს გვიწყობდა, რამაც შეცდომები განაპირობა.

ბუფონმა შესანიშნავი სეივი განახორციელა და ჩვენ იმის შანსი გვქონდა, რომ 3-ბურთიანი უპირატესობით გავსულიყავით წინ, შემდეგ კი პენალტიც ვერ გამოვიყენეთ.

თავიდანვე ვიცოდით, რომ სირთულეები იქნებოდა. ახლა მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით და შევეცდებით, რომ "ტოტენჰემი" "უემბლიზე" დავამარცხოთ.

2:0-ის შემდეგ "იუვემ" შეტევაში თამაში შეწყვიტა, თუმცა ეს იმისთვის მოხდა, რომ მეტოქისთვისაც ხელი შეგვეშალა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალია და ეს სტილი 2-რაუნდიან დაპირისპირებაში მისაღებია.

დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ 1/4 ფინალში გავიდეთ.

"ტოტენჰემი" ფიზიკურად და ტექნიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა თუ არ ჩავთვლით ბუფონის სეივს (კეინთან), მათ სხვა რეალური მომენტი არ ჰქონდათ.

დიბალა? დიბალა და მატუიდი განმეორებითი მატჩისთვის დაგვიბრუნდებიან", - განაცხადა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები