პოჩეტინო: "ფრეზე მეტად, მოგებას ვიმსახურებდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ფრეზე მეტად, მოგებას ვიმსახურებდით"


პოჩეტინო:

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "იუვენტუსთან" ჩატარებული მატჩი შეაფასა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლონდონელები ტურინელებს ესტუმრნენ და 2:2 ითამაშეს.

"ფანტასტიური მატჩი გამოვიდა. თავიდან ჩამოგვეძინა და პირველ 9 წუთში 2 გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვნეთ და სასურველი ანგარიშიც დავაფიქსირეთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის. ტურინში, იუვენტუსთან 2:0 ჰანდიკაპის გაბათილება ურთულესი საქმეა. ზოგადად კი ფრეზე მეტად მოგებას ვიმსახურებდით.

ფაქტია, ბოლო მატჩებში ტოტენჰემი საოცრად გამოიყურება. ახლა კი მნიშვნელოვანი მატჩი უემბლიზე გვაქვს, სადაც მოგებაზე უნდა ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჰარი კეინს, მასზე ცუდი არაფერი მეთქმის. ინგლისელმა თავისი მოვალეობა კიდევ ერთხელ შეასრულა და გოლი გაიტანა.

როგორც ჩანს, კეინმა ჩემპიონთა ლიგასაც კარგად აუღო ალღო, რაც ტოტენჰემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს პოჩეტინო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები