მანჩესტერ სიტიმ გასული წლის შედეგი უკვე გააუმჯობესა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტიმ გასული წლის შედეგი უკვე გააუმჯობესა


მანჩესტერ სიტიმ გასული წლის შედეგი უკვე გააუმჯობესა

პეპ გვარდიოლას "სიტი" საოცარ თამაშს განაგრძობს. ამჯერად, ქალაქელების მსხვერპლი "ბაზელი" გახდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად შვეიცარული კლუბი 4:0 გაანადგურა.

აღ​სანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდმა 34 მოგებით გასული სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა.

წინა წელს "სიტიმ" ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 33 მატჩი მოიგო, წელს კი ინგლისელებს უკვე 34 შეხვედრა აქვთ მოგებული.

პრემიერ ლიგაში კი ისინი უახლოეს მდევრებს იმხელა სხვაობით ასწრებენ, რომ ტიტული, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები