ყველაზე სწრაფი დუბლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაზე სწრაფი დუბლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში


ყველაზე სწრაფი დუბლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

გონსალო იგუაინმა ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა.

1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "ტოტენჰემი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ტურინული გუნდის მხრიდან ორივე გოლი არგენტინელმა ფორვარდმა გაიტანა.

პირველი გოლი მან მე-2 წუთზე გაიტანა, მეორე კი - თერთმეტმეტრიანი დარტყმით, მე-9-ზე.

იგუაინი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლი აქვს შესრულებული - 8 წუთი და 7 წამი.

ეს რეკორდი აქამდე "ინტერის" ფეხბურთელს, რიკარდო კრუზს ეკუთვნოდა. მან 2006 წელს, "ინტერისა" და "სპარტაკის" მატჩში 8 წუთსა და 30 წამში შეასრულა დუბლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები