სიტის ყოფილ მწვრთნელს 27 ადამიანის სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიტის ყოფილ მწვრთნელს 27 ადამიანის სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს


სიტის ყოფილ მწვრთნელს 27 ადამიანის სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს

"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს 27 მოზარდის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს.

მის წინააღმდეგ 36-მა პირმა შეიტანა სარჩელი, თუმცა ბენელი 9 შემთხვევაში გამართლდა, 27 პირის საჩივარი კი დაკმაყოფილდა და სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო.

64 წლის ბრიტანელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის ვერ ლაპარაკობს და შესაბამისად სასამართლო პროცესზეც არ იმყოფებოდა.

ბენელი "სიტის" სკოლაში 1979-1990 წლებში მუშაობდა.

ჯერ-ჯერობით მისთვის განაჩენი არ გამოუტანიათ, რადგან სასამართლო ყოფილი მწვრთნელის სხვა საქმეებსაც იხილავს.

სიტის ყოფილ მწვრთნელს 27 ადამიანის სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდეს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები