"გულშემატკივრის პოზიციიდან, ფეხბურთის ყურება რთულია" - ოქრიაშვილი თავის ტრავმაზე საუბრობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"გულშემატკივრის პოზიციიდან, ფეხბურთის ყურება რთულია" - ოქრიაშვილი თავის ტრავმაზე საუბრობს



"კრასნოდარის" ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ტრავმირებულია და უკვე დიდი ხანია, მოედანზე არ გვიხილავს.

ამასთან დაკავშირებით ოქრიაშვილი რუსულ პრესას ესაუბრა.

"როცა 6-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანზე დავუბრუნდი, ბავშვივით ბედნიერი ვიყავი, რადგან ფეხბურთი დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები.

თუმცა სამწუხაროდ, კვლავ პრობლემები გამიჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ტრავმა ადვილი გადასატანია, უბრალოდ, ამ საკითხში უკვე გამოცდილი ხარ და კარგად იცი, როგორ იმკურნალო, რა ვარჯიშები ჩაატარო.

ფეხბურთელის ყურება გულშემატკივრის პოზიციიდან ძალიან მიჭირს, რადგან მინდა, რომ მოედანზე ვიყო და გუნდს დავეხმარო. ფეხბურთი არ დამვიწყებია. დაბრუნება რთული იქნება, მაგრამ შევეცდები, ეს პროცესი მალე გავიარო" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ამ სეზონში, თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარში" 4 მატჩის ჩატარება და 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები