"მესიმ უნდა დაისვენოს", - არგენტინაში ბარსელონაზე გაბრაზებულები არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მესიმ უნდა დაისვენოს", - არგენტინაში ბარსელონაზე გაბრაზებულები არიან



არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ "ბარსელონა" ლიონელ მესის არ ასვენებს.

2017-2018 წლების სეზონში, კლუბმა 39 მატჩი ჩაატარა და მესი 33 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

სეზონის ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და არგენტინელები შიშობენ, რომ ლეო გადაღლილი იქნება.

"ვიმედოვნებ, რომ მუნდიალის წინ ყველა ფეხბურთელი ისეთ ფორმაში იქნება, როგორც ახლა არიან. აგუერო შესანიშნავად ასპარეზობს და მესი ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია.

ამას წინათ, ლეოს ველაპარაკეთ. ვურჩიეთ, რომ თავს მეტი ყურადღება მიაქციოს და "ბარსელონაში" ნაკლები შეხვედრა ჩაატაროს. დასვენება აუცილებელია", - განაცხადა ტაპიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები