მოურინიომ ვიდეო რეფერის შემოღებაზე ისაუბრა: "ხშირად მეკითხებიან ამაზე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიომ ვიდეო რეფერის შემოღებაზე ისაუბრა: "ხშირად მეკითხებიან ამაზე"


მოურინიომ ვიდეო რეფერის შემოღებაზე ისაუბრა:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვიდეო რეფერიზე ისაუბრა.

ინგლისში, ვიდეო ტექნოლოგია პირველად წელს, ასოციაციის თასის მატჩის დროს გამოიყენეს და ვარაუდობენ, რომ შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაშიც დაინერგება.

"ხშირად მეკითხებიან რას ვფიქრობ ვიდეო რეფერიზე და ვარ თუ არა მომხრე ახალი ტექნოლოგიის შემოღების. გულწრფელად ვამბობ, რომ ეს კითხვა მე კი არა, მსაჯებს უნდა დაუსვან.

მათ სურთ, რომ შეხვედრა საუკეთესოდ წარმართონ და შეცდომები არ დაუშვან.

თუ ისინი ფიქრობენ, რომ ვიდეო რეფერი დადებითად შეცვლის ფეხბურთს, მაშინ შემოვიღოთ ეს ტექნოლოგია", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები