კეჰილთან შეჯახების გამო, ჰალის ფეხბურთელმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეჰილთან შეჯახების გამო, ჰალის ფეხბურთელმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა



"ჰალ სიტის" ნახევარმცველი რაიან მეისონი იძულებული გახდა, რომ საფეხბურთო კარიერისთვის თავი დაენებებინა.

26 წლის ინგლისელმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიც მოღვაწეობდა, 2017 წლის იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო.

"ჩელსისა" და "ჰალის" შეხვედრაში ის გარი კეჰილს დაეჯახა, რის შედეგადაც თავზე ძლიერი დარტყმა მიიღო. მას შემდეგ, მეისონი მოედანზე არ დაბრუნებულა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ფეხბურთელს ურჩიეს, რომ ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა, რადგან თამაში მისთვის სახიფათო იქნებოდა.

"ჩელსის" ოფიციალური გვერდი ამ ფაქტს გამოეხმაურა: "რაიან, გუნდის თითოეული წევრი საუკეთესო სურვილებს გისურვებს. რომელ სფეროშიც განაგრძობ მოღვაწეობას, ჩვენ წარმატებებს გისურვებთ."

კეჰილთან შეჯახების გამო, ჰალის ფეხბურთელმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა

კეჰილთან შეჯახების გამო, ჰალის ფეხბურთელმა კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები