ემერი: "რეალისთვის გაცილებით კარგად მომზადებულები ვართ, ვიდრე ბარსელონასთან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "რეალისთვის გაცილებით კარგად მომზადებულები ვართ, ვიდრე ბარსელონასთან"


ემერი:

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალი" "ვალენსიას" მასპინძლობს.

შეხვედრის წინ უნაი ემერიმ ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგისთვის ჩვენ "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ დავიწყეთ მზადება. ამაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ საკვანძო მომენტები.

ვფიქრობ, რომ დღეს "პსჟ" გაცილებით მომზადებულია, ვიდრე გასულ წელს "ბარსელონასთან" მატჩის წინ.

ვიმედოვნებ, რომ მოედანზე "რეალის" საუკეთესო 11-ეული წარსდგება და ასევე, იქნება ჩვენი გუნდის მხრიდანაც.

ცხადია, რომ ზიდანს შეუძლია სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანოს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მოტივირებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ "პსჟ" დიდებულ მატჩს ჩაატარებს", - განაცხადა ემერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები