მარსელო: "მხოლოდ ნეიმარზე ფიქრი შეცდომა იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელო: "მხოლოდ ნეიმარზე ფიქრი შეცდომა იქნება"


მარსელო:

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მარსელომ ისაუბრა.

დღეს, მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "პარი სენ ჟერმენს" მიიღებს.

"ნეიმარს ვესაუბრე, თუმცა ეს ლაპარაკი ფეხბურთის თემას არ ეხებოდა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარტო მასზე ფიქრი შეცდომა იქნება, რადგან "პსჟ" დიდი ძალაა.

"რეალმა" კარგად იცის რა უნდა გააკეთოს და მხოლოდ ნეიმარის შეჩერებაზე არ ვფიქრობთ.

ცხადია, რომ რთული მატჩი იქნება, ეს ლიგის პირველი დაპირისპირებაა და ჩვენ სათანადოდ მოვემზადეთ", - განაცხადა მარსელომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები