რონალდომ რეალს ნეიმარის ყიდვა ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდომ რეალს ნეიმარის ყიდვა ურჩია


რონალდომ რეალს ნეიმარის ყიდვა ურჩია

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ მადრიდის "რეალს" ნეიმარის ყიდვა ურჩია.

"ნეიმარი საოცარი ფეხბურთელია. სავარაუდოდ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, რეალს კი საუკეთესოები სჭირდება.

მისი რეალში გადასვლასთან დაკავშირებით ნამდვილად არაფერი ვიცი, თუმცა ნეიმარი ამ კლუბს მოუხდებოდა.

რაც შეეხება პსჟ - რეალის წყვილს, რთული მატჩი იქნება. რეალისკენ ვიქნები, მაგრამ პსჟ-საც პატივს ვცემ, რადგან იქ ჩემი ბრაზილიელი მეგობარი - ნეიმარი თამაშობს", - ამბობს რონალდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები