ვერატი: "მსოფლიოში ნეიმარის დონის ორი-სამი ფეხბურთელი არსებობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატი: "მსოფლიოში ნეიმარის დონის ორი-სამი ფეხბურთელი არსებობს"


ვერატი:

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, მარკო ვერატი თანაგუნდელ ნეიმარს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელად მიიჩნევს.

იტალიელი შუახაზელის თქმით, პარიზელები გასულ ზაფხულს ბრაზილიელის შეძენით ძალიან გაძლიერდნენ.

"რა თქმა უნდა, გუნდი იზრდება, შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელის ყოლით, როგორიც ნეიმარია", - ციტირებს ვერატის სიტყვებს Le Figaro.

"მსოფლიოში მისნაირი ფეხბურთელი ცოტაა. მხოლოდ ორი ან სამი. მესისთან ერთად "ბარსელონა" ძლიერია, რონალდუსთან ერთად "რეალია" ძლიერი. ჩვენ კი ნეიმართან ერთად ვართ ძლიერები".

"აქ იგი ყველას უყვარს. მუდმივად იღიმის და ფეხბურთი უყვარს. ბევრი თამაშს ნეიმარის წყალობით ადევნებს თვალყურს. მასთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. როცა ფორმაშია, მისი გაჩერება რთულია", - დასძინა მარკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები