მხითარიანი და ობამეიანგი არსენალში ერთად გადასვლაზე შეთანხმებულები იყვნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მხითარიანი და ობამეიანგი არსენალში ერთად გადასვლაზე შეთანხმებულები იყვნენ


მხითარიანი და ობამეიანგი არსენალში ერთად გადასვლაზე შეთანხმებულები იყვნენ

ნახევარმცველმა, გენრიხ მხითარიანმა და თავდამსხმელმა, პიერ ემერიკ ობამეიანგმა, რომლებიც ერთმანეთს "დორტმუნდიდან" იცნობენ, სომეხი ფეხბურთელის თქმით, არაერთხელ განიხილეს "არსენალში" ერთად გადასვლის საკითხი.

მოგეხსენებათ, ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში 2018 წლის იანვარში გადავიდა.

"დიახ, ერთ კლუბში გადასვლას განვიხილავდით, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელ", - ციტირებს მხითარიანის სიტყვებს Daily mail.

"ვფიქრობდი, რომ ერთად კვლავ ვითამაშებდით. ძალიან გახარებული ვარ. ობამეიანგს კარგად ვიცნობ, იგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელია მათ შორის, რომელთა გვერდითაც მითამაშია".

"არსენალში" გადასვლის შემდეგ, პიერ-ემერიკს დავურეკე და ვუთხარი: "პირველი ნაბიჯი გადადგმულია. მეორეს ველოდებით", - დასძინა გენრიხმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები