გარი ნევილმა სმოლინგი და ჯონსი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გარი ნევილმა სმოლინგი და ჯონსი გააკრიტიკა


გარი ნევილმა სმოლინგი და ჯონსი გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა ბოლო მატჩებში ცუდი თამაშის გამო "ეშმაკუნების" მცველების, კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის წყვილი გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, "ემიუ" ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში ორჯერ დამარცხდა - "ტოტენჰემთან" (0:2) და "ნიუკასლთან" (0:1).

"ემიუმ" ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები იმიტომ გაუშვა, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარე, დავიდ დე ხეა და ნემანია მატიჩი ჰყავს, რომელიც კარგი დამცველია", - აცხადებს ნევილი პროგრამა "Match of the Day"-ს ეთერში.

"თუმცა, "ტოტენჰემთან" მატჩში სმოლინგი და ჯონსი კატასტროფულად გამოიყურებოდნენ. დელე ალიმ და ჰარი კეინმა მათ უბრალოდ დასცინეს. "ნიუკასლთან" ნაკლები შეცდომა იყო, მაგრამ ნერვიულობა და დაძაბულობა იგრძნობოდა. ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები