ფირმინო: "კოუტინიო უპრობლემოდ შევცვალეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფირმინო: "კოუტინიო უპრობლემოდ შევცვალეთ"


ფირმინო:

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, რობერტო ფირმინომ ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" გასამართი პირველი 1/8 ფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფილიპე კოუტინიოს წასვლას გაუმკლავდა.

მოგეხსენებათ, 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონამ" 120 მილიონ ევროდ შეიძინა.

"რა თქმა უნდა, კოურინიო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ იგი უპრობლემოდ შევცვალეთ", - ციტირებს ფირმინოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"პორტუსთან" მატჩების წინ თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავება ჩვენი სამუშაოა".

"თუ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაშინ მომდევნო რაუნდებში თანამედროვეობის დიდებული ფეხბურთელების. ედინსონ კავანის, ნეიმარის ან კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშს შევძლებ", - დასძინა რობერტომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები