რომა ალისონს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა ალისონს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს


რომა ალისონს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"რომა" გოლკიპერ ალისონის შენარჩუნებას ეცდება და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, იუწყება Calciomercato.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 25 წლის ბრაზილიელის ყოველწლიური ხელფასი 1,5 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე გაიზრდება და მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი იქნება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "მგლების" ფეხბურთელით, რომლის ტრანსფერიც 50 მილიონ ევროდ ფასდება, ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ალისონმა "რომას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები