ფერდინანდმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფერდინანდმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა


ფერდინანდმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ "დეზების" თავდამსხმელს, ჰარი კეინს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი უწოდა.

ექსპერტის თქმით, კეინის წინააღმდეგ თამაში მცველებისთვის ნამდვილი გამოწვევაა.

"როგორც ყოფილი მცველი, ვიტყვი, რომ ყველაზე რთული ახალგაზრდა თავდამსხმელების წინააღმდეგ იყო თამაში", - აცხადებს ფერდინანდი BT-ს ეთერში.

"თუმცა, კეინს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად მივიჩნევ. მას თამაშზე გავლენის მოსახდენად გოლის გატანაც კი არ სჭირდება. მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილი გამოწვევაა".

"კეინი ფეხბურთის საუკეთესო რეკლამაა. მისი არ სჯეროდათ, გაანათხოვრეს, მაგრამ დაბრუნდა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს", - დასძინა რიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები