ტერის კარიერის დასრულება ჯერ არ გადაუწყვეტია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტერის კარიერის დასრულება ჯერ არ გადაუწყვეტია


ტერის კარიერის დასრულება ჯერ არ გადაუწყვეტია

"ასტონ ვილას" მცველი, ჯონ ტერი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს, იტყობინება Birmingham Mail.

37 წლის ინგლისელი, მოგეხსენებათ, ჩემპიონშიპის ბინადარ კლუბს გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ შეუერთდა.

ამ სეზონში ტერიმ ყველა ტურნირზე ერთად 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი შეაგდო.

"არისტოკრატების" ექს-კაპიტანს ბირმინგემელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ამა წლის ივნისში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები