ჩინური კომპანია ატლეტიკოს აქციებს ყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩინური კომპანია ატლეტიკოს აქციებს ყიდის


ჩინური კომპანია ატლეტიკოს აქციებს ყიდის

ჩინური კორპორაცია Wanda, რომელიც სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, "ატლეტიკოს" აქციათა თავის ნაწილს გაყიდის.

როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, ჩინური კომპანიის აქციათა 17 პროცენტს "როხიბლანკოს" თანამფლობელი Quantum Pacific შეიძენს, რომელიც აქციათა 15 პროცენტს უკვე ფლობს.

ჯერჯერობით, ზემოთაღნიშნული გარიგების ღირებულებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. შეთანხმების განსახორციელებლად ესპანეთის მთავრობის თანხმობაა საჭირო.

მიუხედავად ამისა, Wanda "ატლეტიკოს" სპონსორად მაინც დარჩება, კლუბის სტადიონი კი სახელწოდება "ვანდა მეტროპოლიტანოს" შეინარჩუნებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები