სევილია ანდერლეხტის თავდამსხმელით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სევილია ანდერლეხტის თავდამსხმელით დაინტერესდა


სევილია ანდერლეხტის თავდამსხმელით დაინტერესდა

"სევილიამ", რომელიც "ანდერლეხტის" შემტევ ლუკაშ ტეოდორჩიკით აქამდე უკვე ინტერესდებოდა, პოლონელს თვალი კვლავ დაადგა.

მიუხედავად ამისა, ანდალუსიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ ბელგიური კლუბისგან მოთხოვნილ 20 მილიონ ევროს გადაჭარბებულად მიიჩნევენ.

"სევილიას" ინტერესი ჩემთვის სასიამოვნო სიახლეა. თუმცა, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვი იმაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე მოლაპარაკებები", - ციტირებს ტეოდორჩიკის სიტყვებს Estadio Deportivo.

გასულ სეზონში ლუკაშმა "ანდერლეხტის" მაისურით 30 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი მას ჩატარებულ 20 მატჩში მხოლოდ 4 ბურთი აქვს შეგდებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები