ნეიმარის რეალში ტრანსფერი გადაწყვეტილია? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარის რეალში ტრანსფერი გადაწყვეტილია?


ნეიმარის რეალში ტრანსფერი გადაწყვეტილია?

მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, "პსჟ"-ს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატს დატოვებს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მზადაა 25 წლის სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ბრაზილიელის ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია და 2018/19 წლების სეზონის დასრულებისთანავე განხორციელდება.

ნეიმარისთვის ლიგა 1-ში თამაში მოსაწყენია, რადგან ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. ფლორენტინო პერესი მზადაა სასურველი თავდამსხმელის შეძენის გამო მთელი წელიწადი მოითმინოს.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობა, რომ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები