იგუაინმა კრიტიკოსებს უპასუხა: "ლაპარაკი მარტივია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იგუაინმა კრიტიკოსებს უპასუხა: "ლაპარაკი მარტივია"


იგუაინმა კრიტიკოსებს უპასუხა:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, ლონდონის "ტოტენჰემთან" თამაშის შემეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.

"დილა მშვიდობისა ყველას. თამაშის შემდეგ მდივნიდან ან სავარძლიდან საუბარი მარტივია...2:0-მდე ყველაფერი იდეალურად იყო, ამის შემდეგ კი შეცდომების გამო მკაცრად დავისაჯეთ.

ჩვენ არ ვუსმენთ ბოროტ ხმებს და ლონდონში მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წავალთ. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომელთაც "იუვენტუსისთვის" მართლაც კარგი უნდათ", - დაწერა პიპიტამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ტურინელებმა ჩინებულად დაიწყეს და იგუაინის დუბლით 2:0 წაიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა ხელიდან გაუშვეს - 2:2.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, არგენტინელმა ფორვარდმა პენალტი გააფუჭა და "ტოტენჰემი" ბრძოლაში დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი გონსალო იგუაინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები