დორტმუნდის ბორუსიამ ვაცკეს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდის ბორუსიამ ვაცკეს გაუხანგრძლივა


დორტმუნდის ბორუსიამ ვაცკეს გაუხანგრძლივა

დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვაცკემ, გერმანულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"ყვითლების" პრესსამსახური იტყობინება, რომ ვაცკემ და კლუბის ფინანსური სამსახურის უფროსმა, ტომას ტრესმა, მოქმედი ხელშეკრულებები 2022 წლამდე გაახანგრძლივეს.

ჰანს-იოახიმ ვაცკე დორტმუნდის "ბორუსიაში" 2001 წლიდან მუშაობს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2005 წელს, როდესაც კლუბი ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, დაიკავა.

ბოლო 10 წელიწადში გერმანული კლუბი სერიოზულად განვითარდა და ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა. 2013 წელს დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ვაცკე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები