ბილია: "იგუაინზე კრიტიკამ სერიოზულად იმოქმედა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბილია: "იგუაინზე კრიტიკამ სერიოზულად იმოქმედა"


ბილია:

არგენტინის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ლუკას ბილიამ, გონსალო იგუაინის სიტუაციაზე ისაუბრა და მუნდიალზე საკუთარი გუნდის შანსებიც შეაფასა.

"იგუაინზე გამანადგურებელმა კრიტიკამ იქონია სერიოზული გავლენა და არა სუსტმა სათამაშო ფორმამ. იმედი მაქვს, რომ ის ახალ შანსს მიიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატი? ჩვენ ლიონელ მესიზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ფავორიტები ნამდვილად არ ვართ", - განაცხადა "მილანის" ცენტრმა.

მას შემდეგ, რაც "ალბისელესტე" ხორხე სამპაოლიმ ჩაიბარა, პიპიტა იგუაინი ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ, მაგრამ გონსალომ 2018 წელი ძლიერად დაიწყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები