შტიოგერი: "ბორუსიას პოტენციალი აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შტიოგერი: "ბორუსიას პოტენციალი აქვს"


შტიოგერი:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ შტიოგერმა, საკუთარი გუნდის მდგომარეობა დადებითად შეაფასა.

"რა თქმა უნდა, ჩემს გუნდში ვხედავ პოტენციალს და დარწმუნებული ვარ, "ბორუსიას" გაცილებით ძლიერი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.

არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ხალხი მუდმივად ამბობდა, რომ დორტმუნდელებს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ყოველთვის რაღაც აკლდათ, რაც რეალობას შეესაბამება.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ხარვეზები ახლაც არის, ფეხბურთელები საოცარი მონდომებით თამაშობენ და ეს უნდა დავაფასოთ", - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

პიტერ შტიოგერის მოსვლის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგაში დაუმარცხებელია: 7 თამაშში 4 მოგება და 3 ფრე. ამჟამად "ყვითლები" 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები