კალინიჩი ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალურ მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კალინიჩი ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალურ მატჩს გამოტოვებს


კალინიჩი ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

"მილანს" ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალურ შეხვედრაში, სტუმრად "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ, ნიკოლა კალინიჩი დააკლდება.

ხორვატ ფორვარდს უკვე 1 კვირაზე მეტია ბარძაყის პრობლემები აქვს და სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩი "სპალის" წინააღმდეგ გამოტოვა.

როგორც ჩანს, კალინიჩი ჯერ ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული და ჯენარო გატუზომ ხვალინდელი თამაშის განაცხადში არ შეიყვანა.

"როსონერის" შემადგენლობა "ლუდოგორეცთან" მატჩისთვის: ა.დონარუმა, ჯ.დონარუმა, გუარნონე; აბატე, კალაბრია, ბონუჩი, მუსაჩო, საპატა, რომანიოლი, რ.როდრიგესი; ბილია, ბონავენტურა, კესიე, მაური, მონტოლივო, ჩალჰანოღლუ, სუსო; ბორინი, კუტრონე, ანდრე სილვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ნიკოლა კალინიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები