ატალანტას ნახევარმცველი: "დორტმუნდის არ გვეშინია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატალანტას ნახევარმცველი: "დორტმუნდის არ გვეშინია"


ატალანტას ნახევარმცველი:

ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა.

"მოდით ბიჭებო, დორტმუნდში ჩავიდეთ და მეტოქე გავანადგუროთ! "სიგნალ იდუნა პარკზე" ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს დიდებული სტადიონია.

გვეშინია თუ არა მოწინააღმდეგის? არა. თუ იტალიაში დიდი გუნდების წინააღმდეგ საკუთარ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაშინ ამის გაკეთებას ევროარენაზეც მოვახერხებთ.

დორტმუნდის "ბორუსიას" პატივს ვცემთ, მაგრამ მისი ნამდვილად არ გვეშინია", - აღნიშნა 22 წლის იტალიელმა.

"ატალანტა" გერმანულ კლუბს ხვალ დორტმუნში დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები