ბასლერი: "ბუფონმა კარიერა უნდა დაასრულოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბასლერი: "ბუფონმა კარიერა უნდა დაასრულოს"


ბასლერი:

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვინგერმა, მარიო ბასლერმა, "ტოტენჰემთან" თამაშის (2:2) შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, გააკრიტიკა.

"ჯიჯი მართლაც გამორჩეული გოლკიპერი იყო, მაგრამ ფეხბურთელები ზოგჯერ ვერ ხვდებიან თუ როდის არის საჭირო საფეხბურთო კარიერის დასრულება.

მე 33 წლის ასაკში შევჩერდი, ბუფონმა კი ეს მომენტი ვერ დაინახა და გამოტოვა. ვფიქრობ, კლუბმა და მთავარმა მწვრთნელმა მას უნდა უთხრას, რომ გაჩერების დროა.

შესაძლოა, მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან უნდა, მაგრამ ბუფონი მსოფლიო დონის მეკარე აღარ არის და "იუვენტუსი" მასთან ერთად ამ ტიტულს ვერ მოიგებს", - განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა.

ტურინულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შინ ინგლისური კლუბი ვერ დაამარცხა და მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში 40 წლის იტალიელმა აშკარა შეცდომა დაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები