რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია


რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია

GOAL.GE ევროთასების ეგიდით, "რეალისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირების ისტორიას იხსენებს.

მიუხედავად ევროთასების ტიტულების რაოდენობით "რეალის" კოლოსალური უპირატესობისა, "ბლანკოსისა" და "პსჟ"-ს ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა. გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ექვსი მატჩი ჩაატარეს, აქედან ორი ესპანურმა გრანდმა მოიგო, ორჯერ პარიზელებმა იმარჯვეს, ორჯერ კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ერთმანეთს 2015 წელს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ, აქ უპირატესობა "რეალის" მხარესაა: გამარჯვება და ფრე. იყო კიდევ ერთი "ნახევრადოფიციალური" შეხვედრა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, რომელშიც "პსჟ" შარშანწინა ზაფხულს ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ევროთასების ოფიციალურ სტატისტიკასთან ამას კავშირი არ აქვს, თუმცა საინტერესოა, როგორც ფაქტი. გარდა ამისა, მადრიდელები და პარიზელები ერთმანეთს წინასასეზონო მზადებისას არაერთხელ შეხვდნენ ამხანაგური მატჩების ეგიდით, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

უეფას თასი. 1/4 ფინალი

1993 წლის 2 მარტი


რეალი - პსჟ 3:1

გოლები:
ბუტრაგენიო, 31, სამორანო, 34, მიჩელი, 89, პენალტით - ჟინოლა, 49.

რეალი: ბუიო, რამისი, ლაზა, მუნიოსი, სანჩისი, იერო, ბუტრაგენიო (ესნაიდერი, 62), ლუის მილია (ლორენტე, 58), მიჩელი, სამორანო, ლუის ენრიკე.

პსჟ: ლამა, სასუსი (ლასერი, 64), კოლეტერი, რიკარდო, როში, ლე გუენი, ფურნიე, გერენი, ვალდო, ჟინოლა, ვეა (ბრავო, 84).

გაფრთხილებები: ლასსა, ლუის მილია, სანჩისი - ფურნიე, კოლეტერი, სასუსი.

გაძევება: როში, 89.

უეფას თასი. 1/4 ფინალი

1993 წლის 18 მარტი


პსჟ - რეალი 4:1

გოლები: ვეა, 33, ჟინოლა, 81, ვალდო, 87, კომბუარე, 90+4 - სამორანო, 90+3

პსჟ: ლამა, სასუსი (ჟერმენი, 77), კოლეტერი, რიკარდო, კომბუარე, ლე გუენი, სიმბა (ბრავო, 73), გერენი, ვალდო, ჟინოლა, ვეა.

რეალი: ბუიო, როჩა, ლასა, მუნიოსი, რამისი, იერო, მიჩელი, პროსინეჩკი, ლუის ენრიკე (აფონსო პერესი, 81), ბუტრაგენიო (ვილიაროია, 65), სამორანო.

გაფრთხილებები: სასუსი - ვილიაროია.

რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია


თასების თასი. 1/4 ფინალი

1994 წლის 3 მარტი


რეალი - პსჟ 0:1

გოლი: ვეა, 32.

რეალი: ბუიო, პორლანი, გოიკოეჩეა, ალკორტა, სანჩისი (მორალესი, 56), რამისი, ლუის ენრიკე, მიჩელი, სამორანო (მუნიოსი, 85), ლუის მილია, დუბოვსკი (პროსინეჩკი, 88).

პსჟ: ლამა, სასუსი, კოლეტერი, რაიმუნდო, როში, ლასერი, ფურნიე, გერენი, ვეა, ფილიო, ჟინიოლა.

გაფრთხილებები: სანჩესი, მიჩელი - ლასერი, სასუსი.


თასების თასი. 1/4 ფინალი

1994 წლის 15 მარტი


პსჟ - რეალი 1:1

გოლები: რაიმუნდო, 51 - ბუტრაგენიო, 20.

პსჟ: ლამა, სასუსი, კოლეტერი, რაიმუნდო, როში, ლე გუენი, ფურნიე, გერენი, კანდიდო, ჟინოლა (ბრავო, 76), ვეა (გრაველენი, 88).

რეალი: ბუიო, ველასკო, ლუის ენრიკე, ალკორტა, სანჩისი, იერო, ბუტრაგენიო, მიჩელი, სამორანო, პროსინეჩკო (დუბოვსკი, 64), მარტინ ვასკესი (გოიკოეჩეა, 73).

გაფრთხილება:
ველასკო.

რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია


ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი

2015 წლის 21 ოქტომბერი


პსჟ - რეალი 0:0

პსჟ: ტრაპი, ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, ვერატი (ლავესი, 80), ტიაგო მოტა, მატუიდი, დი მარია (ლუკასი, 67), კავანი (პასტორე, 67), იბრაჰიმოვიჩი.

რეალი: ნავასი, დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, ლუკას ვასკესი, ისკო (მოდრიჩი, 69), ხესე (ჩერიშევი, 73), რონალდუ.

გაფრთხილებები: მატუიდი, ვერატი, ორიე - რამოსი, ლუკას ვასკესი, ჩერიშევი.


ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი

2015 წლის 3 ნოემბერი


რეალი - პსჟ 1:0

გოლი:
ნაჩო, 35.

რეალი: ნავასი, დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო (ნაჩო, 33), მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ხესე (ლუკას ვასკესი, 63), ისკო (კოვაჩიჩი, 82), რონალდუ.

პსჟ: ტრაპი, ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი, ვერატი (რაბიო, 17), ტიაგო მოტა, მატუიდი (ლუკასი, 75), დი მარია, კავანი, იბრაჰიმოვიჩი.

გაფრთხილებები: კაზემირო, ნავასი - ორიე, დავიდ ლუისი.

რეალი — პსჟ: დაპირისპირების ისტორია


საერთაშორისო ჩემპიონთა თასი

2016 წლის 27 ივლისი



რეალი - პსჟ 1:3

გოლები: მარსელო, 44, პენალტით - იკონე, 2, მუნიე, 35, 40.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები