რეალი — პსჟ: რონალდუ ნეიმარის წინააღმდეგ ციფრებში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი — პსჟ: რონალდუ ნეიმარის წინააღმდეგ ციფრებში


რეალი — პსჟ: რონალდუ ნეიმარის წინააღმდეგ ციფრებში

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შოკისმომგვრელი მატჩის წინ, GOAL.GE თავის მკითხველს გუნდების ლიდერების შედარებას სთავაზობს — ნეიმარისა და კრიშტიანუ რონალდუს.

"რეალისა" და "პსჟ"-ს შორის გასამართი შეხვედრა არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მატჩია. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მატჩში ერთმანეთს მსოფლიოს უდიდესი კლუბები დაუპირისპირდებიან, ასევე ბევრი რამ გადაწყდება. პირველ რიგში, გუნდების მწვრთნელების ბედი. ის, ვინც დამარცხდება, აუცილებლად გათავისუფლება ელის. მეორე, გადაწყდება გუნდების ლიდერების მომავალიც. ეს "რეალისა" და "პსჟ"-ს ფუნდამენტურ ფეხბურთელებს ეხება. რა თქმა უნდა, საუბარია კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარზე.

პორტუგალიელი არაერთხელ დაფიქრებულა "რეალიდან" წასვლაზე, სეზონის ასე ჩაგდების შემდეგ კი, როგორიც შეიძლება მიმდინარე აღმოჩნდეს, თუ "თეთრები" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშებიან, კრიშტიანუს წასვლა რეალური გახდება. ამას ისიც ემატება, რომ მომავალ ზაფხულს, დიდი ალბათობით, პერესს რონალდუს სანაცვლოდ კარგი თანხის მიღების უკანასკნელი შანსი ექნება. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ჩინელებიც. ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან "კოჭლ" რონალდუშიც გადაიხადონ მინიმუმ ასი მილიონი. და კიდევ, პორტუგალიელმა კვლავ სჭირდება იმის დამტკიცება, რომ თავის საქმეში საუკეთესოა, რადგან ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკრიტიკეს.

რეალი — პსჟ: რონალდუ ნეიმარის წინააღმდეგ ციფრებში

ახლა მოდით ნეიმარზე გადავიდეთ. "რეალთან" მატჩი ბრაზილიელისთვის ნამდვილად გადამწყვეტი შეხვედრაა. ნეიმარი "პსჟ"-ში იმის გამო მივიდა, რათა ლეო მესის ჩრდილქვეშ ყოფნისთვის თავი დაეღწია და მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ამის გაკეთება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის გარეშე შეუძლებელია. ნეის ეს შესანიშნავად ესმის. გარდა ამისა, საუბრობენ, რომ ბრაზილიელს უკვე უნდა დიდ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება (დიდი პატივისცემის მიუხედავად, საფრანგეთის ჩემპიონატი ამით ვერ მოიწონებს თავს) და პარიზელთა რიგების დატოვება. ამის გაკეთება მხოლოდ ისევ ჩემპიონთა ლიგით შეიძლება. ჭორების თანახმად, კლუბის პრეზიდენტი ნეიმარს სხვა კლუბში გაშვებას დაჰპირდა, თუ ბრაზილიელი გუნდს სახელგანთქმული ტურნირის მოგებაში დაეხმარება.

ზემოთაღნიშნულის მიხედვით, გასაგებია, რომ დღევანდელი მატჩი რონალდუსთვისაც და ნეიმარისთვისაც გადამწყვეტია. მათი ბრძოლის წინ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ ფაქტს გთავაზობთ.

რეალი — პსჟ: რონალდუ ნეიმარის წინააღმდეგ ციფრებში

27 — ნეიმარი თითოეულ მატჩში საშუალოდ ერთ გოლს იტანს (27 გოლი ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 27 შეხვედრაში).

23 — რონალდუმ, თავის მხრივ, 28 მატჩში 23 გოლი შეაგდო (გოლი თითოეულ 102 წუთში).

0 — "რეალში" ასპარეზობის მანძილზე ამ სეზონში რონალდუ ყველაზე უეფექტო ფეხბურთს აჩვენებს (გოლი თითოეულ 102 წუთში).

9 — რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია (9), ნეიმარი მას სამი ბურთით ჩამორჩება.

6 — ამ სეზონში რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამხო, ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

188 — რონალდუმ კარისკენ 188-ჯერ დაარტყა, ნეიმარმა კი - 126-ჯერ.

72 — რაც შეეხება ზუსტ დარტყმებს, აქაც უპირატესობა რონალდუს მხარესაა - 72 ნეიმარი 58-ის წინააღმდეგ.

4 — ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუზე ოთხჯერ უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა, ვიდრე რონალდუმ - 4 - 1.

318 — ნეიმარმა ამ სეზონში ყველა მატჩის ჩათვლით 318-ჯერ სცადა მეტოქის მოტყუება, კრიშტიანუმ კი მხოლოდ 59-ჯერ.

189 — ნეიმარმა მოწინააღმდეგე 189-ჯერ მოატყუა, კრიშტიანუმ კი - 35-ჯერ.

"რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები