ბუფონი: "არ მინდოდა, რომ იუვენტუსისთვის ტვირთი ვყოფილიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "არ მინდოდა, რომ იუვენტუსისთვის ტვირთი ვყოფილიყავი"


ბუფონი:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, თავის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება.

"არ ვაპირებ, რომ ვინმეს ცრუ მოლოდინი შევუქმნა ან არასწორი ინფორმაცია მივაწოდო. რეალობა უბრალოდ ისაა, რომ ჩემსა და ანდრეა ანიელის ("იუვენტუსის" პრეზიდენტი) შორის ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ჩვენ სეზონის ბოლოს უნდა შევხვდეთ ერთმანეთს.

ჩემი მიზანი იყო, რომ საფეხბურთო კარიერა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დამესრულებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა. ახლა კი უკვე 40 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს ნაბიჯის უკან გადასადგმელად შესაფერისი მომენტია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩემი თამაშის ხარისხი, ვინაიდან მე ყოველთვის საკუთარი გუნდის ძლიერ მხარედ ვითვლებოდი და არასოდეს მინდოდა, რომ ტვირთი ვყოფილიყავი.

40 წლის ასაკში კი უმჯობესია, რომ ადგილი სხვებს დაუთმო", - აღნიშნა ჯიჯი ბუფონმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები