გიუნდოგანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიუნდოგანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა


გიუნდოგანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ცისფრებმა" "ბაზელი" სტუმრად 4:0 გაანადგურეს და ილქაიმ დუბლი გაიფორმა.

გიუნდოგანი კი ისტორიაში პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში უცხოური კლუბის მაისურით ერთ თამაშში ორი ბურთის გატანა მოახერხა.

ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს და მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება: 33 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი ილქაი გიუნოგანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები