ჰამშიკი: "დროა, სკუდეტო მოვიგოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკი: "დროა, სკუდეტო მოვიგოთ"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად მზად არის.

"მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" აქვს შესაძლებლობა, რომ 30 წლის შემდეგ სკუდეტო პირველად მოიგოს. უკვე სეზონის ნახევარზე მეტია, რაც "იუვენტუსს" ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. სხვა კლუბები კი ჩამოგვრჩნენ.

შესაძლოა, უახლოეს წლებში ასეთი შანსი აღარც გვქონდეს. სწორედ ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ტიტული მოვიპოვოთ.

"იუვენტუსი" მსოფლიო კლასის გუნდია, რომელსაც 600 მილიონი ევროს ოდენობის დიდებული შემადგენლობა ჰყავს. "ნაპოლი" მათ ვერ შეედრება. თუმცა ჩვენ რაღაც არანორმალურთან ძალიან ახლოს ვართ.

დარწმუნებული ვარ, რომ სკუდეტოს მოსაგებად ჩვენი დრო მოვიდა", - განაცხადა ჰამშიკმა.

24 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს 64 ქულით ნეაპოლური კლუბი ლიდერობს, "იუვენტუსი" კი მხოლოდ 1 ქულით უკანაა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები