იკარდის მანჩესტერში გადასვლა შეეძლო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდის მანჩესტერში გადასვლა შეეძლო


იკარდის მანჩესტერში გადასვლა შეეძლო

მილანის "ინტერის" ცენტრალური თავდამსხმელი, მაურო იკარდი, შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე ყოფილიყო, მაგრამ ეს თავად არ ისურვა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ, 24 წლის არგენტინელს საკუთარი პირობები შესთავაზა და უთხრა, რომ ხელთ "წითელი ეშმაკების" კონტრაქტი აქვს.

თუმცა ინგლისურ გრანდში გადასვლა და რაიოლასთან თანამშრომლობა იკარდიმ იუარა და მილანურ კლუბში დარჩენა ამჯობინა. ხოლო აგენტობა თავის ცოლ ვანდე ნარეს ანდო.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ 18 გოლი გაიტანა და ის მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები