ბარსელონამ გომეშის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ გომეშის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო


ბარსელონამ გომეშის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

როგორც ჩანს, ესპანური გრანდის ნახევარმცველი, ანდრე გომეში სამწვრთნელო შტაბის სამომავლო გეგმებში არ შედის.

პორტუგალიელი ჰავბეკი "ბარსელონაში" "ვალენსიადან" 2016 წლის ზაფხულში 35 მილიონ ევროდ გადავიდა. მაშინ კატალონიელებმა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "რეალი" დაამარცხეს, მაგრამ გომეში გრანდში ჩაფლავდა.

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთან განშორებისთვის ემზადება. ამის შესახებ გავლენიანი ესპანური გამოცემა AS წერს.

გასულ ზაფხულს 24 წლის ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო სამუშაო ადგილის შეცვლასთან, როცა მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ "ბლაუგრანამ" ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე მისი პროგრესის იმედით უარი თქვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები