მათეუსი: "ნეიმარს მეტს უხდიან, რაც რონალდუს აბრაზებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მათეუსი: "ნეიმარს მეტს უხდიან, რაც რონალდუს აბრაზებს"


მათეუსი:

"ბაიერნის" ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "პსჟ"-ს პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირების წინ გუნდების მთავარი ვარსკვლავების მოტივაციაზე ისაუბრა.

"ორი აზრი არ არსებობს, "რეალი" და "პსჟ" თავიანთ ვარსკვლავებზე არიან დამოკიდებულნი - რონალდუზე და ნეიმარზე. ორივეს იმის დამტკიცება უნდა, რომ ერთი-მეორეზე უკეთესები არიან".

"გასულ სეზონში რონალდუმ აჩვენა, როგორ იცის ტიტულების მოგება. წარმოუდგენელი იყო და "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ახლა იმ დონეზე აღარ არის".

"ნეიმარს მეტს უხდიან, რაც რონალდუს აბრაზებს. მას არ მოსწონს, რომ ბრაზილიელს ჩამორჩება და ახლა თავისი თამაშით უნდა თქვას: "საუკეთესო ვარ, ეს დავამტკიცე".

"თუმცა, ვფიქრობ, ნეიმარის წინააღმდეგ თავდაცვა რთულია. უკეთესად მოძრაობს, უფრო მეტ ფინტს აკეთებს", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს The Sun.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები