მანჩესტერმა 16 წლის ფორვარდის 20 მლნ ევროიანი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერმა 16 წლის ფორვარდის 20 მლნ ევროიანი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა


მანჩესტერმა 16 წლის ფორვარდის 20 მლნ ევროიანი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა

"ბენფიკას" თავდამსხმელმა, უმარუ ემბალომ კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Correio da Manhã იტყობინება, ბოლო დღეებში ტრანსფერის თაობაზე მხარეებმა მოლაპარაკებები დააჩქარეს.

ასე და ამგვარად, მხარეები 16 წლის ემბალოს 20 მილიონ ევროიან ტრანსფერზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ.

"წითელი ეშმაკუნები" მზად არიან კონკურენტების დასამარცხებლად ზემოთაღნიშნული თანხა გადაიხადონ, რადგან ახალგაზრდა პორტუგალიელში უდიდეს პოტენციალს ხედავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები