უმტიტის ბარსელონაში ყოველწლიურად 5-6 მლნ ევროს მიღება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმტიტის ბარსელონაში ყოველწლიურად 5-6 მლნ ევროს მიღება უნდა


უმტიტის ბარსელონაში ყოველწლიურად 5-6 მლნ ევროს მიღება უნდა

ცნობილი გახდა, თუ რამდენის გამომუშავება უნდა "ბარსელონაში" მცველ სამუელ უმტიტის.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ფრანგს წელიწადში 5-6 მილიონი ევროს მიღება სურს - ამხელა ანაზღაურება შესთავაზა ფეხბურთელის აგენტს "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელიც უმტიტის დამატებაზე მუშაობს.

"ბლაუგრანას", როგორც უკვე დაიწერა, უმტიტისთან კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება უნდა, რათა მისი გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.

იქამდე, სანამ კატალონიური გრანდი ფეხბურთელის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები