როგორ ცდილობს ბარსას ხელმძღვანელობა დემბელეს ადაპტაციის დაჩქარებას? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ ცდილობს ბარსას ხელმძღვანელობა დემბელეს ადაპტაციის დაჩქარებას?


როგორ ცდილობს ბარსას ხელმძღვანელობა დემბელეს ადაპტაციის დაჩქარებას?

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ უსმან დემბელეს ადაპტაციის დაჩქარებას ცდილობს, რომელიც გასულ ზაფხულს შეუერთდა კატალონიურ გრანდს "დორტმუნდიდან".

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ფორვარდს პირადი მზარეული აუყვანეს იმისათვის, რათა სწორად იკვებოს.

გარდა ამისა, 20 წლის ფეხბურთელს პირადი დაცვაც მიუჩინეს, კლუბის ექიმები კი რეგულარულად სტუმრობენ ფრანგ ფეხბურთელს სახლში, რათა მის ფიზიკურ მდგომარეობას თვალი ადევნონ.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ესპანეთის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები