ჰიტცფელდი: "ბაიერნმა ჰაინკესის შენარჩუნება უნდა სცადოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი: "ბაიერნმა ჰაინკესის შენარჩუნება უნდა სცადოს"


ჰიტცფელდი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა, გერმანულ პრესასთან საუბარში "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და გუნდის მომდევნო თავკაცის თემასაც შეეხო.

"ჰაინკესი როტაციას ძალიან კარგად იყენებს და სათამაშო დროს ბევრ ფეხბურთელს აძლევს. შეცდომა იქნება თუ "ბაიერნი" იუპს მუშაობის გაგრძელებას არ შესთავაზებს.

მჯერა, რომ მიუნხენური კლუბი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. აუცილებელია თუ არა გერმანელი სპეციალისტის მოყვანა? პეპ გვარდიოლამ დაამტკიცა, რომ "ბაიერნში" უცხოელ მწვრთნელებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა", - აღნიშნა "გენერალმა".

72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი "ბაიერნს" გასული წლის ოქტომბერში დაუბრუნდა და გუნდი ფანტასტიკურად აათამაშა. თუმცა მისი კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდეა გათვლილი და იუპს დარჩენა არ სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები