მარსელი ტოვენის გაშვებას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელი ტოვენის გაშვებას არ აპირებს


მარსელი ტოვენის გაშვებას არ აპირებს

მარსელის "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ფლორიან ტავენის, მარტივად გაშვებას არ აპირებს.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა, ჟაკ-ანრი ეირომ, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ტოვენის ტრანსფერზე დაყენებას არ ვაპირებთ. ჩვენ მას არც 100 მილიონად და არც 150 მილიონად ევროდ არ გავყიდით. მიუნხენის "ბაიერნი" კი ტოვენის თაობაზე არ შეგვხმიანებია", - აღნიშნა ჟაკ-ანრიმ.

25 წლის ფრანგი ვინგერი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება - ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 35 შეხვედრაში ტავენმა 15 გოლი გაიტანა და 15 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები