მანჩინი: "ნეიმარი თუ რონალდუ? პასუხი მარტივია - ნეიმარი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი: "ნეიმარი თუ რონალდუ? პასუხი მარტივია - ნეიმარი"


მანჩინი:

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარს შორის არჩევანი ბრაზილიელზე შეაჩერა.

"ნეიმარი თუ რონალდუ? ვფიქრობ, პასუხი მარტივია - ნეიმარი. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, ბრაზილიელი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს

ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთში მომავალი პირველი ნომერია. ახლა ნეი "პსჟ-ში" ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პარიზული გუნდისთვის გამარჯვებები მოაქვს.

ნეტავ იცოდეთ როგორ მინდა, რომ ერთხელაც ნეიმარმა ჩემს გუნდში ითამაშოს", - განაცხადა გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.

ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს დღეს საღამოს, მადრიდის "რეალისა" და "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები