ჰაინკესი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ბაიერნის დიდი მიზანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ბაიერნის დიდი მიზანია"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი სურვილი აქვს.

"ჩვენი ძალა გუნდურ თამაშშია და არა ცალკეულ სუპერვარსკვლავებში. გამარჯვებას გუნდური ფეხბურთი აღწევს და არა ის გუნდი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელსაც ევროპის წამყვანი გუნდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვვარაუდობ, რომ მიმდინარე სეზონის სტარტის შემდეგ "ბაიერნის" თამაში უფრო სრულყოფილი გახდა.

ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მოტივირებულია და სურს, რომ ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს. ჩემპიონთა ლიგის მოგება - "ბაიერნის" დიდი მიზანია", - განაცხადა იუპმა.

გერმანულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ბოლოს 2013 სწორედ იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით მოიგო. მიმდინარე სეზონის მერვედფინალში კი "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები