კაგავამ შესაძლოა ატალანტასთან მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაგავამ შესაძლოა ატალანტასთან მატჩი გამოტოვოს


კაგავამ შესაძლოა ატალანტასთან მატჩი გამოტოვოს

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი, შინჯი კაგავა, სავარაუდოდ საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის პირველ 1/16 ფინალური ეტაპის თამაშში დააკლდება.

იაპონელმა ნახევარმცველმა "ჰამბურგთან" ბოლო თამაშში (2:0) ტერფის დაზიანება მიიღო და როგორც ჩანს, ბერგამოს "ატალანტასთვის" გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

"ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა არც ისე კარგია", - განმარტა "ყვითლების" მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ შტიოგერმა, რომლის გუნდი "ატალანტას" ხვალ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

შინჯი კაგავამ მიმდინარე სეზონში 26 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია შინჯი კაგავა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები