ექიმი: "გულამი აპრილის შუარიცხვებში დაბრუნდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ექიმი: "გულამი აპრილის შუარიცხვებში დაბრუნდება"


ექიმი:

"ნაპოლის" ექიმმა, პიერ პაოლო მარიანიმ, ფაუზი გულამის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი დაასახელა.

"მის კარიერას არაფერი ემუქრება. ჩვენ კიდევ თვე-ნახევარი უნდა მოვითმინოთ, მაგრამ ამის შემდეგ ფაუზი გულამს ისევ ისეთ ძლიერს ვიხილავთ, როგორც აქამდე იყო.

ის აპრილის შუარიცხვებში დაბრუნდება", - განაცხადა ნეაპოლური კლუბის ექიმმა.

27 წლის ალჟირელმა შემოდგომაზე მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და 4 თვე გამოტოვა, ხოლო დაბრუნების შემდეგ ახალი ტრავმა მიიღო და კიდევ 1 თვის გამოტოვება მოუწევს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ფაუზი გულამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები